მოცემული სკრიპტი იმისთვისაა, რომ მაგალითზე ნახოთ როგორ შეიძლება ჩააშენოთ თქვენს საიტზე iPay საგადახდოს სისტემა და როგორ მუშაობს ის.
- PHP 5 ან უფრო ახალი
ატვირთეთ ყველა ფაილი ვებ სერვერზე.
"index.php" ფაილში client_id და secret_key-ში მითითებულია სატესტო მერჩანტის მონაცემები:
client_id: 1006
secret_key: 581ba5eeadd657c8ccddc74c839bd3ad
*სატესტოზე (https://dev.ipay.ge/) უნდა გამოიყენოთ ზემოთ აღნიშნული მონაცემები, პროდაქშენზე(https://ipay.ge/) კი თქვენი მერჩანტის მონაცემები
დემო:
გადახდის პროცესი :
- ყიდვა ღილაკზე დაჭერის შემდეგ კლიენტი გადის ავტორიზაციას iPay-ზე
- წარმატებული ავტორიზაციის შემდეგ სერვერი აბრუნებს ტოკენს და ტოკენის ტიპს
- კლიენტი ტოკენთან ერთად აგზავნის პროდუქტის დეტალებს
- სერვერი აბრუნებს ორ ლინკს:
- გადახდის სტატუსი და დეტალები
- iPay-ზე გადახდის გვერდზე გადასასვლელი ლინკი
- კლიენტი აკეთებს მომხმარებლის გადამისამართებას გადახდის გვერდზე სადაც არის გადახდის ორი მეთოდი:
- გადახდა ბარათით - გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის ბარათით
- გადახდა ინტერნეტ ბანკით - გადახდა სრულდება საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკის მომხმარებლით
დოკუმენტაციის სანახავად დააჭირეთ აქ